logo
ENG



ზილფიმიანის თქმით, "ბრმად ვერ გაიმეორებს", რომ ვიღაც პოლიტპატიმარია

27 იან 202113:30
3 წუთის საკითხავი
 

პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში შესული დავით ზილფიმიანის თქმით, "ბრმად ვერ გაიმეორებს", რომ ვიღაც პოლიტპატიმარია.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში თქვა, ახლა უნდა გაეცნოს იმ პატიმრების საქმეებს, რომლებსაც ოპოზიცია და აქტივისტები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

"ჯერ ამისთვის არ ვარ მზად, რომ გავაკეთო განცხადება, რადგან მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავიხედო საქმეში. ბრმად გამეორება იმის, რომ ვიღაცა პატიმარი არის პოლიტიკური... მინდა, რომ ბოლომდე ჩავიხედო", - თქვა დეპუტატმა.

წამყვანის კითხვაზე, აქამდე რატომ ვერ შეისწავლა ეს საკითხები და რამდენად პრიორიტეტულია მისთვის, როგორც დეპუტატისთვის, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება, ზილფიმიანი პასუხობს, რომ დიდი ხანია, ამ საკითხებითაა დაინტერესებული. 

"რა გინდათ თქვათ, რომ მე მომხრე ვარ, ქვეყანაში არსებობდეს პოლიტპატიმრები? რა სისულელეა", - განაცხადა მან.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე დასმულ შეკითხვას, დეპუტატი პასუხობს:

"ისინი იმ ტალღაზე მოხვდნენ საპყრობილეში, რომელიც აგორდა ჩვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, ეს იყო გაზვიადებული. ამ ორი ადამიანის საქმე არის პირველი საქმე, რომელსაც ღრმად ვეცნობი".


close დახურვა